ხოშტარია: შოთაძე არის პოლიტიკური დევნის, უსამართლობის თოჯინა, სიმბოლო ივანიშვილია

შოთაძე არის ყველანაირი ყველა ბინძური, ივანიშვილის საქმეების დამკვეთი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არც სჭირდებოდა ტექნიკურად, რომ მაინცდამაინც ირაკლი შოთაძე დაენიშნა, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაკვეთები გაეკეთებინა. უბრალოდ, ესაა ხაზგასმითი შეურაცხყოფა საზოგადოების, რომ მე რასაც მინდა იმას ვიზამ.

თან ეს ხდება იმ ფონზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არნახული სიმძლავრით ეუბნება, რომ მოეშვით პოლიტიკურ დევნას და ცხადია, რომ შოთაძე არის პოლიტიკური დევნის, უსამართლობის თოჯინა, სიმბოლო ივანიშვილია.

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები