ოხანაშვილი: ოპოზიცია გაღიზიანებულია, რომ შოთაძემ გაბედა და კანონის შესაბამისად იმოქმედა

ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და პირები, ვინც პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდნენ სისტემური დანაშაულებისთვის და ა.შ. გახსნა ეს საქმეები და მათ წაუყენა ბრალი. იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი თუ ა.შ.

ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი არის იმ ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც არიან სუბიექტურად მიკერძოებულები, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, თუ როგორ გაბედა ადამიანმა, გენერალურმა პროკურორმა და კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად რატომ იმოქმედა და რატომ წაუყენა ბრალი იმ პირებს, რომლებიც მხილებულნი არიან სისტემური დანაშაულების ჩადენაში. ამის გამო ისინი [ოპოზიცია] მიდიან ყველაფერზე, აწარმოებენ ბინძურ ცილისმწამებელ კამპანიას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მობრძანდნენ კომიტეტზე, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები. 

ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები