ირაკლი შოთაძის მოსმენა

მათიკაშვილი შოთაძეზე: ის არ ეკიდება თანამდებობას და სკამს, მაღალი პროფესიონალია

ყველა კითხვა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში შეიძლება დაისვას დღეს. მე ოდნავ სხვა კუთხით დაგანახებთ ამ მოცემულობას, შოთაძე არის პიროვნება, რომლის დროსაც 50 მილიონზე მეტი დაუბრუნდათ დაზარალებულებს, სწორედ იმ დანაშაულებებიდან, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადენილი. 

ხორავას საქმესთან დაკავშირებით ის გადადგა, როდესაც მორალური კუთხით ჩათვალა საჭიროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ ეკიდება თანამდებობას და სკამს. შესაბამისად, მაღალი პროფესიონალი და მორალური კუთხით ამ ნაბიჯის გადამდგმელი ადამიანია. სწორედ მის მოსმენას ვაპირებთ დღეს და აუცილებლად იქნება კითხვებზე შასაბამისი პასუხები.

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ.

კომენტარები