შოთაძის მოსმენა

მათიკაშვილი: ენმ-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში

ნულოვან ზღვარზე რომაა ნაციონალური მოძრაობა დასული, უკვე კარგად  ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ.

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე და თინა ბოკუჩავაზე საუბრობს, რომლებიც ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და უთხრეს, რომ ის ივანიშვილის მონაა.

კომენტარები