შოთაძის მოსმენა

ნოზაძე შოთაძეს: მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ

შესანიშნავი ბიოგრაფია გაქვთ საიმისოდ, რომ მაღალ თანამდებობებზე იმუშაოთ სამართალდამცავ სისტემაში. მე სამართალდამცავი სისტემიდან მოსული კაცი ვარ. აქ რამდენიმე კოლეგა არის, და მინდა გითხრათ, რომ პროფესიამ გაჟღენთვა იცის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე. თქვენ გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული, რამდენიმე ადამიანმა მე ეს მითხრა, როდესაც თქვენი აქტიური ჩარევით სამართალმა იზეიმა. მე დარწმუნებული ვარ თქვენ თავს გაართმევთ ამ ყველაფერს. 

უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე მიმართავს გენ. პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.

კომენტარები