მთავრობა

შოთაძე: თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ცნობილი არის მხოლოდ მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას თუ მაშინ როგორ მივიღე გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად და არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი მაშინ. 

გენერალური პროკურორობის ერთადერთმა კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ 2018 წელს მის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის გარემოებების შესახებ, იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები