ირაკლი შოთაძე

ბოკერია შოთაძის დაბრუნებაზე: ივანიშვილს ფეხზე ჰკიდია მთელი საზოგადოება, თავისი მომხრეებიც

ეს კაცი [შოთაძე] გადადგა იმ ტიპის სკანდალის შემდეგ, ვგულისხმობ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და იმ როლს, რაც მან უდავოდ ითამაშა და კომისიამაც დაადგინა უტყუარად. ისეთი სკანდალი იყო, რომ მათ შორის ოცნების დეპუტატები იყვნენ აღშფოთებულები. ამ კაცს იმიტომ კი არ მოუწია გადადგომა და იმაში კი არ იყო მხილებული, რატომ იჭერ ოპონენტებსო - ის გადადგა იმ ტიპის სკანდალზე, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ხორავას ქუჩის მკვლელობაზე.

მერე მაინც სინდისს წმენდდნენ, ამბობდნენ - რომ როცა მოხდა ცუდი რამ, ხომ გადადგაო და ახლა, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი კლოუნებისთვის დამახასიათებელი უტიფრობით, ეს თავში უბრალოდ წაიშალეს. ვითომ არ ყოფილა და გადააქვთ საუბარი, რომ დამსახურებულად იჭერდა ოპონენტებს. მეც და ბევრი სხვაც ოპოზიციაშიც და საზოგადოებაშიც, ბუნებრივია ამას გავიხსენებთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ მომგებიანი არგუმენტია და ამხელს. უბრალოდ სიმართლეა. ეს ახასიათებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ფეხებზე ჰკიდია მთელი საზოგადოება. პოლიტიკური ოპონენტები კი არა მხოლოდ. მთელი საზოგადოება. მათ შორის საკუთარი მომხრეები

განაცხადა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ტელეკომპანია პირველის ეთერში

კომენტარები