ირაკლი შოთაძის დაბრუნება

კაპანაძე: დეპუტატებს დაავალეს, მწვანე ღილაკს ისე დააჭირონ, შოთაძე პარლამენტში არც მოვიდეს

ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ მასკარადში, რაც პარლამენტში ხდება. ოპოზიცია, ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმშია. ჩვენ სირცხვილის კორიდორი მოვაწყვეთ, რომ მონა დეპუტატებისთვის, რომლებმაც დავალება მიიღეს, რომ მწვანე ღილაკს ხელი დააჭირომ, თან ისე, რომ შოთაძე არც მოვიდეს პარლამენტში. უნდათ, რომ მას სრული კომფორტი შეუქმნან.  

რა თქმა უნდა, ამ პროცესს არანაირი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს არის ივანიშვილის მიერ საზოგადოების გამოწვევა, პრაქტიკულად, სილის გაწნა საზოგადოებისთვის და ჩვენება, რომ ისე მოიქცევა, როგორც მას უნდა, ხალხის დამოკიდებულების მიუხედავად. ხალხს აქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება. იმიტომ, რომ ეს არის გენერალური პროკურორი, რომელმაც ბოლომდე მოახდინა პროკურატურის სისტემის პოლიტიზაცია, გააყალბა საქმეები და ამის გამო გადადგომაც მოუწია. ის, რომ ივანიშვილი მას უკან აბრუნებს, ისევე, როგორც ბევრი სხვა მისი მორჩილი მინისტრი დააბრუნა, არის საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა.

თქვა ევროპულის საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ. მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს განხილვის გარეშე უყრიან - შოთაძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით არ წარსდგება და არც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარალელურად, პარლამენტთან ოპოზიცია და აქტივისტები მის კანდიდატურას აპროტესტებენ.

კომენტარები