გიგა ბოკერია

ბოკერია თალაკვაძეზე: რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ივანიშვილის კლოუნმა ეს სისულელე

ისტერიკაც მინახავს და ისტერიკაც, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ივანიშვილის კლოუნმა ეს სისულელე. ივანიშვილი ცდება მწარედ. თუ ის გონს მოეგება, რის ნიშნებსაც ჯერ ვერ ვხედავ, მაშინ მაგიდაზე უდევთ ბევრნაირი კომპრომისული წინადადება, აირჩიონ ნებისმიერი, შეწყვიტონ რეპრესიები, გამოუშვან პოლიტპატიმრები და მერე, შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ იმ ვერდიქტს, რაც ექნება ამომრჩეველს.

თან რომ ილანძღება, რა უნდა? თვითონ ააფეთქეს მოლაპარაკება, ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს, იმიტომ, რომ ბრიყვული გათვლა აქვს, შედარებით მშვიდ ვითარებაში წააგებს არჩევნებს. თუ გონს მოეგება, არის კომპრომისები მაგიდაზე და შეუძლია აირჩიოს. შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დაიჭირა ამ ბრიყვული გათვლით, რომ ასე გადარჩება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ განმუხტვისკენ ვართ მოწოდებული

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება მანდატების 100/50-ზე განაწილების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ ისინი მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას და არიან დესტრუქციულები.

კომენტარები