ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ოპოზიცია კაბინეტებში დარბოდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო

ჩვენ გვახსოვს თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტებში იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება. თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია და ეს არის ის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები