პროპორციული არჩევნები

მდინარაძე: ოპოზიციას სურს ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენი წაგების თეორიულ შანსს გააჩენს

როდესაც ბოლო შუალედური არჩევნები იმართებოდა, იქ ნახეთ 50%-ზე გაცილებით მეტი საარჩევნო შედეგები და ამ რეალობის შიშით ისინი ცდილობენ, შექმნან სისტემა, სადაც თეორიული შანსი მაინც გაჩნდება, რომლის ფარგლებშიც ქართული ოცნება წააგებს არჩევნებს. ანუ, მათ ისეთი სისტემა უნდათ, რომლის მიხედვითაც იქნებ, ყველა ვარიანტში წააგოს იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც აქვს მაღალი მხარდაჭერა და ერთადერთი გამოძახილი იყო ამის, ერთადერთი ვერსია, რეალურად, ავღანური მოდელი მაჟორიტარული სისტემისათვის. სხვა ახსნა ავღანური ელემენტების შემოტანას მაჟორიტარული ნაწილისათვის არ აქვს.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

კომენტარები