საყვარელიძე: ენმ-ის კუთხით ბევრი საქმეა ბოლომდე მისაყვანი, შეიძლება ეს შოთაძემ გააკეთოს

ცდილობენ ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წავა თანამდებობიდან, იმავე თანამდებობაზე აღარ აღმოჩნდეს, ეს თვითონ ადამიანისთვისაა უხერხულობის შემცველი. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში როლი ითამაშა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ შოთაძის დღევანდელმა პოზიციამ. ნაციონალური მოძრაობის თემატიკა იყო, მგონი, ძირითადი მოტივი, რომ სწორედ შოთაძე და არა სხვა აღმოჩნდა მთავარი კანდიდატი. ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით უამრავი საქმე ჯერ კიდევ მისაყვანია ბოლომდე და შეიძლება მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ საქმეებს მიიყვანს დასასრულამდე

თქვა პოლიტოლოგმ რამაზ საყვარელიძემ ინტერპრესნიუსთან. დღეს, 18 თებერვალს ქართული ოცნების უმრავლესობამ ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე მეორედ დაამტკიცა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები