თბილისობა მინსკში

დავითულიანი მინსკში თბილისობაზე: არათუ სწორია, რომ ვიყავით, არამედ ყოველ წელს უნდა წავიდეთ

არათუ სწორია, რომ ვიყავით, არამედ ყოველ წელს უნდა წავიდეთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, ვინც იქნება, მათაც ხელი უნდა შეუწყონ ამას. 

ქართული კულტურისა და სამზარეულოს გასაცნობად მოვიდა დაახლოებით 60 000 ადამიანი. ხომ არ არის პატარა შედეგი? ორი დღე ზედიზედ მოდიოდნენ. 

დავამყარეთ ძალიან კარგი ურთიერთობები, შემოგვთავაზეს არაერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა, მაგალითად, ელექტროავტობუსების. გაგვაცნეს თავისი ქარხნები...

თქვა თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2019 წელს მინსკში თბილისობისთვის ხელოვანებისა და საკრებულოს წევრების წაყვანა 67,267 ლარი დაჯდა. მინსკში თბილისობისთვის წაყვანილი ხელოვანები თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდნენ და თანხამ 42,935 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოს 7 თანამშრომლის წაყვანა საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თანხა 24,332 ლარი გამოვიდა.

კომენტარები