მარგველაშვილი შოთაძეზე: არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ავტორიტეტდაკარგული ადამიანებით დაკომპლექტება

არსებობს ასეთი ტერმინი - მერიტოკრატია, როდესაც დაწინაურება ხდება გამორჩეული და უნარის მქონე ადამიანებით. ოცნებაში დაიწყო მერიტოფობიის პერიოდი. თუ ცოტა მაინც რაღაც ავტორიტეტი გაქვს, თუ ცოტა მაინც ღირსება გაქვს, თუ ცოტა მაინც ხალხის ნდობის მოპოვება შეგიძლია, პროფესიონალურ წრეებში ხარ ცნობილი, ავტორიტეტი გაქვს, იმ წუთშივე ხდები დევნის ობიექტი და ასეთ ადამიანებს აქრობენ.  

გასაგებია, რომ ივანიშვილი თავმჯდომარეა, მაგრამ არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ასეთი სქემა - ავტორიტეტდაკაგული, კავშირებდაკარგული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ვერ აყალიბებენ ურთიერთობას საზოგადოებასთან, მხოლოდ ასეთი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლების ყველა შტო, ამის თქმა მიჭირს.  

ეს არის მზადება ისეთი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, სადაც არ არსებობს არანაირი ავტორიტეტი. ყველა ავტორიტეტული პერსონის მიმართ, მიუხედავად იმისა, ისინი "ოცნების" მხარეს არიან თუ საპირისპირო, უბრალოდ, როცა ცოტა მაინც ღირსება და ავტორიტეტი გაქვს, გიჭირს, მათ მხარი დაუჭირო და ბუნებრივად ისინი ოპოზიციაში მიდიან, მიდის დისკრედიტაციის კამპანია. 

თქვა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში. 82 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლით აირჩიეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები