ელენე ხოშტარია

ხოშტარია: ქვეყნის მიტაცების ფორმა საგანგაშოა, ეს განაპირობებს საპასუხო პროტესტის ფორმას

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა, მიტაცებული აქვს სახელწიფო ინსტიტუტები - შსს, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო... მას შეუძლია, რომ რაც უნდა, ის ქნას. უთხრა თავის მორჩილებს, შოტაძის წასვლაზე ეთქვათ, რომ კარგია. შემდეგ, როცა მოიყვანა, უთხრა, რომ უნდა დაბრუნდეს და ამაზე ეთქვათ, რომ კარგია. შემდეგ თქვა, რომ შოთაძეს რომ დისკომფორტი არ შეექმნას, პლენარულზე ამის განხილვაც არ იყოს. ამ სახელმწიფოს მიტაცების ფორმები ძალიან მძაფრი და საგანგაშოა, სწორედ ეს განაპირობებს პროტესტის ფორმებს, რომლიტაც ჩვენ ვპასუხობთ.  

ის სხდომა არაფრის ასოციაციას არ იწვევდა, გარდა საბჭოთა კავშირისა. საბჭოთა კავშირი ეს არის პარტიის თავმჯდომარის მმართველობა. დღეს ამას ღიად გვეუბნებიან ქართული ოცნების წევრები, აღარც მალავენ. საბჭოთა კავშირი არის ერთპარტიული გადაწყვეტილებები - დღეს ღიად ერთპარტიულად, ხაზგასმით მიიღეს გადაწყვეტილება და დააბრუნეს შოთაძე. საბჭოთა კავშირი არის პოლიტიკური დევნა და არა კანონის უზენაესობა.

თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში. დრეს, 18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლისას დარბაზში ირმა ნადირაშვილი და ელენე ხოშტარია შევიდნენ და სსრკ-ს ჰიმნი ჩართეს.

კომენტარები