ქართული ოცნების პოლიტიკური კრიზისი

ჰოლ ჰოლი ოცნებაზე: ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს თავის დასაწინაურებლად იყენებს

ვფიქრობ, რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იმავე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ - ანუ ის, რომ ძალაუფლებაში დარჩენის სურვილი ხდება ყველაფრის გადამძალავი საჭიროება მოქმედი მთავრობისთვის, იმის ნაცვლად, რომ მათ რიგითი ამომრჩევლების საჭიროებები დააკმაყოფილონ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ადარდებს ეკონომიკური, შემოსავალთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასი ჩართულია ძალიან ინტენსიურ ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ამერიკის ხმას ესაუბრა.

კომენტარები