ქართული ოცნების პოლიტიკური კრიზისი

ჰოლ ჰოლი: "საით მიდის საქართველო?" - ვაშინგტონში ამაზე შფოთვა კულმინაციას უახლოვდება

საქართველოს [ვაშინგტონიდან] ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში.

საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის უგულებელყოფა. კეთილი ნება, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც ისეთი რამ, რაც გეკუთვნის. ცოტა ხნის წინ, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა ამ კეთილ ნებაზე ისაუბრეს და საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველოს მოეთხოვება, დემოკრატიული ქვეყანა იყოს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, ამის შესახებ ამერიკის ხმის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები