მამუკა მდინარაძე

მდინარაძე გომელაურზე: აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?

ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში, რომელიც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სადმე დაინიშნება, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. და მერე? რას ვლაპარაკობთ, აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხო არ დაინიშნებოდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანი ამ თანამდებობაზე. რა ლოგიკას ვავითარებთ, ვერ ვხვდები. სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე ადამიანი თუ რა უნდა მომხდარიყო?

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მამუკა მდინარაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დანიშვნის შესახებ. მდინარაძეს ჰკითხეს ოპოზიციის განცხადებების შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ გომელაური ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაშია.

კომენტარები