ქართული ოცნება

კანდელაკი: ქართული ოცნება წარმოადგენს კომუნისტურ რევანშს ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ

თავის მოსულელება ქართულ ოცნებას ხან კარგად გამოსდის, ხან ცუდად. ამჯერად, ძალიან ცუდად. საბჭოთა კავშირის ჰიმნი ქართულ ოცნებას ზედ აკვდება. ქართული ოცნება სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. მაგალითად, ბატონი ვოლსკი იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. თავისი არსით და ბუნებით ქართული ოცნება წარმოადგენს კომუნისტურ ნომენკლატურულ რევანშს, ვარდების რევოლუციის ფასეულეობების წინააღმდეგ. ამიტომ, საბჭოთა კავშირის ჰიმნიც, საბჭოთა სიმბოლოებიც და საბჭოთა სულისკვეთებაც ზედგამოჭრილია ქართული ოცნებისთვის. როცა, მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობის გამო ციხეში იჯდა, ბატონი ვოლსკი, ბატონი კოპალიანი და არაერთი ბატონი ქართული ოცნების რიგებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ამაში იღებდნენ ხელფასს და იკეთებდნენ კარიერას. ამიტომაც ამჯერად მათ თავის მოსულელება არ გამოუვიდათ.

კომენტარები