ევროპული საქართველო

ნადირაშვილი პარტიის ოფისთან აქციაზე: დავალებით იყვნენ მოსულები, წესიერად ვერც ამეცადინეს

ქართული ოცნება ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ნამდვილ ემოციას და დადგმულ პროტესტს. გუშინ აქ მოსული ადამიანები დადგმულ პროტესტს განასახიერებდნენ, ისე, რომ წესიერად ვერც ამეცადინეს და სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ დავალებით მოსულები, ამიტომ, არ შეიძლება ამ აქციების სერიოზულად აღქმა და განხილვა

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი. 18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ამის გამო, "ოცნების" რამდენიმე აქტივისტმა ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართა და "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" მოითხოვა.

კომენტარები