დეკანოიძე: გავრილოვი ჩამოიყვანეს და ელენე ხოშტარიასთან აქვთ პრეტენზიები

ბრიუსელის აეროპორტში ვუყურებთ - ქართული ოცნებას პარტიული აქტივი მიუყრია...

გავრილოვი ჩამოიყვანეს, ოკუპაციის კანონი პრაქტიკულად გააუქმეს და ელენე ხოშტარიასთან აქვთ პრეტენზიები.

ნამდვილად საბჭოეთის პირმშოს სამსახურში რომ ჩამდგარან და ღრიალებენ - ეგ არ აწუხებთ.

ამ დრომდე, პოლიცია არც მისულა... აქტივისტებს აპატიმრებენ 2 წუთში და ადამიანს რომ მიუვარდებიან, ოპოზიციას - ეგ ბიძინასთან მოსულა. ეგ არის საბჭოეთი ზუსტად!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიასთან რესტორანში სადილობისას ქართული ოცნების აქტივისტების მივარდნას ეხმაურება.

კომენტარები