ოცების აქტივისტების აქცია

კიკნაველიძე: ოცნებას უნდა, ოპოზიციის ოპოზიციის როლში მართოს ქვეყანა, სასაცილო და საზიანოა

მე შევესწარი ამ აქციის დასაწყისს და ძალიან კომიკურად გამოიყურებოდა, ძალიან კომიკურად და დამახასიათებლად იმისა, როგორც მიმავალი ხელისუფლებები ცდილობენ ხოლმე საკუთარი ძალის ჩვენებას. ჯერ მოვიდნენ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები და დაალაგეს შტატივები ჩვენი ოფისის წინ, გუშინაც და დღესაც, იმედის და პოსტ ტივის ჟურნალისტები. შემდეგ მოვიდნენ აქტივისტები და ვუყურებდი როგორ ორგანიზდებოდნენ და დადგეს ეს უნიჭო სპექტაკლი. ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პროცესის სიმულაციის ძალიან უნიჭო მცდელობა, რომ აი, ჩვენც ვაქტიურობთ ეს არის შიშისა და პანიკის შედეგი.

გიგი უგულავას დაკავებაც, ეს არის შიშისა და პანიკის შედეგი და ამ ხელისუფლებისათვის ძალიან დამახასიათებელია პანიკის პირობებში გადაწყვეტილებების მიღება და ამ დროს იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.

იმაზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და მათ ეს ვერ გაიაზრეს ბოლომდე, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და შემოგვთავაზოს გზა სამოქალაქო მშვიდობისკენ, ამის მაგივრად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რადიკალიზაციის გზით წაიყვანოს პროცესი. და აირჩია ოპოზიციის ოპოზიციის როლი საბოლოოდ და უნდა რომ ამ პოზიციიდან მართოს ქვეყანა, ეს არის სასაცილო, არასწორი და ცუდი ამ ქვეყნისთვის.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების აქტივისტების აქციაზე საუბრობს, რომლებიც ელენე ხოშტარიას პარლამენტიდან წასვლას მოითხოვენ.

კომენტარები