ვანო მერაბიშვილი

გოგიჩაიშვილი: დაიმხოს ავეჯი სახლში რომ მივა, მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია

ტყუილად ვწვალობთ, რაღაც მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ და უცებ გამოდი ვანო მერაბიშვილი და გვთავაზობს მარტივ რეცეფტს ხელისუფლების შესაცვლელად - დამხობით.

თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო მერაბიშვილზე. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები