ვანო მერაბიშვილი

ოხანაშვილი მერაბიშვილზე: კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანის ადგილი არაა ქართულ პოლიტიკაში

ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამაინი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა მის სატელიტ პარტიებთან ერთად.   

ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, ის სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძმესი დანაშაულები ჩაიდინა. ჯერ ისინი უპასუხებენ, რაც შეეხება პოლიტიკურა, ჩვენ, იცით, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ნაციონალური მოძრაობა დასრულდება საპარლამენტო არჩევნებზე. 

კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. კრიმინალურ მენტალიტეტებს ჩვენ ვებრძვით, ვაგრძელებთ ბრძოლას და ქართული საზოგადოება გამოუტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?

თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილიმა ვანო მერაბიშვილზე. მერაბიშვილმა საპატიმრო, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა, დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

კომენტარები