ვანო მერაბიშვილი

ხაზარაძე მერაბიშვილზე: ჩვენ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

ვანო მერაბიშვილის და მისი პარტიის გადასაწყვეტია მათი პოლიტიკური გეგმები, ეს ჩვენ არ გვეხება და ბუნებრივია თვითონ ჩამოყალიბდება თავის პოლიტიკურ მომავალზე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად არანაირი შეხვედრა მასთან არ იგეგმება. 

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ვანო მერაბიშვილზე. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები