ევროპარლამენტარები პოლიტპატიმრებზე

ევროპარლამენტარი: ივანიშვილის პირადი ადვოკატი გენ. პროკურორი გახდა, შემდეგ - მოსამართლე

საქართველოდან ბოლო ახალი ამბავია, რომ ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მრავალი თვით დააპატიმრეს, როგორც ოპოზიცია ამბობს და ფაქტები მეტყველებენ, მეორე ჯერზე, არსობრივად იმავე ბრალდებით. 

არ ვიცი, დანაშაული იყო თუ არა, დეტალებში წასვლა არ მინდა - მაგრამ, მაგალითად, ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი მისივე მმართველობის ქვეშ გენერალური პროკურორი გახდა. ამ დროის მანძილზე მან ბრალი წარუდგინა ოპოზიციის ლიდერს, არა მარტო უგულავას, სხვებსაც, ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და შეცვალა სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, არ გადაეხედა საქმისთვის, სწრაფად გამოიტანა გადაწყვეტილება. შედეგად, არის ხმაური, ოპოზიციამ შეაჩერა მოლაპარაკებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საზოგადოება აღელვებულია. შემაშფოთებელია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძლება მეტი სხვადასხვა შეტაკება მოხდეს და საქართველოდან ცუდი ამბები მივიღოთ

 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კომენტარები