მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები

მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ, ყველამ დავუშით შეცდომები და ეს მართლაც ასეა - ვინც არაფერს არ აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, უშეცდომო არავინ არ არის.

ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე და ერთადერთი, დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს.. და რა თქმა უნდა სააკაშვილმა, ალბათ.. რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში..

მან დასცინა და პრაქტიკულად, სახეში შეაფურთხა ამათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში

ექსპრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილმა 10 თებერვალს თქვა - “მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ [მერაბიშვილმა]. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში".

კომენტარები