ვანო მერაბიშვილის საქმე

თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო

მათი მთავარი მიზანი, სურვილი და პოლიტიკური ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დამხობა არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ხვალ თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს [...] ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

კომენტარები