ლევან იზორია

გახარია: იზორია პროფესიონალია, გერმანიაშია ნასწავლი, ისეთი ელჩია, როგორიც გვჭირდება

ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი, როცა კონკრეტულ თანამდებობაზე ვსაუბრობთ, რაღაცა მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანს, ადამიანს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია.

ლევან იზორია არის გერმანიაში ნასწავლი, განათლება-მიღებული, როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული და არის მაღალი კლასის პროფესიონალი, რომელიც იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, შემდგომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ისეთი ელჩია, რომელიც ჩვენ გერმანიაში გვჭირდება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნაზე.

კომენტარები