სააკაშვილი: კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანის მოქალაქეების შემოსვლა უნდა აიკრძალოს

ახლა არ დამიწყოთ ძალიან გთხოვთ - სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელეები, იმიტომ რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგნას. ჩემი შვილი ცხოვრობს თბილისში, თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და საშიშია ჯანმრთელობისთვის უკვე პრაქტიკულად მომდგარია საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში. ბოლო მონაცემებით, ირანში 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და ბევრად ბევრად მეტი არის დაავადებული. ირანთან ჩვენ გვაქვს აქტიური ავიამიმოსვლა, ირანის უამრავი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, ჩვენები დადიან ბევრს ირანში და რაც უნდა გავაკეთოთ და რაც უნდა მოვთხოვთ აი ვაი მთავრობას საქართველოს ამ დამაქცევარ მთავრობას, არის: ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალაქეებისთვის დროებით შემოსვლის აკრძალვა და ასევე, ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების საგულდაგულო შემოწმება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, მათი არ შემოშვება თუ ისინი შემოდიან ირანიდან. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის არ მოსაწონი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა, ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ რა წითელი კოჭი ვართ და რატო უნდა მოვიქცეთ სხვანაირად. ეხლა გადით და დამგმეთ კიდე ფეიბუკებზე საერთოდ არ მაინტერესებს. უნდა გავაკეთოთ ის რაც სწორია, ის რაც გადაარჩენს ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

კომენტარები