გიგი უგულავას დაპატიმრება

უგულავა შეწყალებაზე: არა მგონია, ვინმეს მივმართო, საერთოდ არ მიფიქრია ამაზე

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიფიქრია ამაზე [შეწყალებაზე]. 

არა მგონია, რომ ვინმეს მივმართო. მე სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელისუფლების დანამატად განვიხილავ, მას ჩემი მიმართვა არ სჭირდება. მას მიმართვის გარეშეც შეუძლია იმ გაფუჭებული საქმის გამოსწორება. სიმართლე გითხრათ, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, რა გითხრათ. როდესაც უზენაესი სასამართლო ანუ მესამე ინსტანცია ადამიანს პირველ ინსტანციად ექცევა და ისიც ზეპირი მოსმენის გარეშე, ეს უკვე სასამართლოც აღარ არის. მე აღარ ვისაუბრებ დარღვევებზე და ცილისწამებაზე

ევროპულმა საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, ეს სატელეფონო ინტერვიუ ე.წ მატროსოვის ციხიდან ტვ პირველს მისცა. წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ, მას ჰკითხა, აპირებს, თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებით მიმართოს.

კომენტარები