სანიკიძე: სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია ქვეყანაში და გარეთ, მოგვწონს ეს თუ არა

სააკაშვილთან შეხვედრა არის აუცილებელი, მე ასე ჩავთვალე, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში და საქართველოს მიღმა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. სიყვარულზე და სიძულვილზე არ არის ლაპარაკი და საერთოდ, პოლიტიკაში სიყვარულზე და სიძულვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, იმიტომ რომ ორივე აბრმავებს - ერთი თავისი სინათლით და მეორე თავისი სიბნელით. გასაკეთებელი არის სწორი და პრაგმატული არჩევანი.

დღეს საქართველოში დადასტურდა 700-ჯერ, რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი, ანუ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი, არის ფაქტორი ქვეყანაში. მაშინ ვიყოთ ამ გამოგონილ სამყაროში, ფაქტორია სააკაშვილი-თქვა გეუბნებით და... თუ არადა, გადით მოსახლეობაში და იკითხეთ.

გუბაზ სანიკიძემ ეს განცხადება ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები