კორონავირუსი

მინისტრი კორონავირუსზე: ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებით დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ

ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მოწმდება როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე მოწმდებიან ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსზე. ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსის 322 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 112 - ლომბარდიის რეგიონში. დაღუპულია 11 ადამიანი. ამდენივე გარდაცვლილია სამხრეთ კორეაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული ჩინეთის საზღვრებს გარეთ.

კომენტარები