კორონავირუსი

თურნავა კორონავირუსზე: ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, გაზაფხულთან ერთად გაივლის

საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ... ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია... ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კომენტარები