არჩევნები 2020

NDI: აუცილებელია, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით ფართო და დროული კონსენსუსი შედგეს

იმისთვის, რომ საზოგადოებას არჩევნების მიმართ ნდობა ჰქონდეს, აუცილებელია, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით ფართო და დროული კონსენსუსი იქნას მიღწეული, ამასთან დაცული იყოს კანდიდატების და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა.

ეს განცხადება NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის შეჯამების დროს გააკეთა. ის საქართველოს 24-26 თებერვალს სტუმრობდა.

კომენტარები