ტიკარაძე: არ გვაქვს პანიკის რისკი, მთავრობა იღებს ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს ეპიდემია

ამ დროისთვის პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ არა გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო საბჭოს შეხვედრა პრემიერთან, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სირვცეები.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები