კორონავირუსი

გახარია კორონავირუსზე: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი

მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა, ვავრცელებთ მედიით.

აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა და სწორედ მისი მეშვეობით შეხდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება ისე, რომ ამ შემთხვევას ფაქტობრივად არ ჰქონია მოქალაქეებთან შეხება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს.

გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. პირველი ნაბიჯი იყო ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამის შემდეგ მივიღეთ ირანიდან ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება სახმელეთო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე ირანის მიმართულებით

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები