კორონავირუსი

გახარია კორონავირუსზე: ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, ერთად, წყნარად, მშვიდად

მინდა, თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ [ამირან გამყრელიძეს], თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი - მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამიცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. 

მე ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, ყველანი ერთად, წყნარად, მშვიდად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე. 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები