კორონავირუსი

იმნაძე კორონავირუსზე: ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა

ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა ამ დროს, როცა ინფექციური დაავადებები ხდება. მე მესმის, რომ შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ადამიანებს ძალიან ზაფრავს ხოლმე ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ამით განვსხვავდებით შუასაუკუნეებისგან... სხვათაშორის, ქართველები მაშინაც გამოირჩეოდნენ იმით, რომ თვითშეგნება ძალიან მაღალი იყო ჩვენს წინაპრებში - შავი ჭირის ეპიდემიის დროს იზოლაციაში თავის ფეხით მიდიოდნენ ხოლმე, რომ სოფელი გადაერჩინათ. ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, ვადევნებ, რა ხდება ქართულ ფეისბუქში და ცოტა გაკვირვებული ვარ იმით, რომ ჩვენი კულტურის ხალხს ეს არ შეჰფერის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე TV პირველის ეთერში. პაატა იმნაძე ვენაში იმყოფება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები სწორედ ახალ კორონავირუსზე მსჯელობენ.

კომენტარები