კორონავირუსი

გამყრელიძე: მითხრეს, რომ ხდება იტალიაში ნამყოფი ბავშვების დისკრიმინაცია, ეს დაუშვებელია

მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს გარკვეულ დისკრიმინაციას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათ მშობლებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, დაუშვებელია მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს მსგავსი სტიგმატიზირებული ან დისკრიმინაციული მიდგომა ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობის ისტორია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები