კორონავირუსი

გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ, დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ

ინფექციური საავადმყოფო არის ქვეყნის ცენტრალური საავადმყოფო. გასაგებია, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, შესაძლებელია, ყოფილიყო. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ქვეყნის ხერხემალი ეპიდემიებთან ბრძოლის, ძლიერი დასაყრდენი. იქ არიან ყველაზე გამოცდილი ადამიანები და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლის. ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას კოლეგების მიმართ. არ არის მარტივი სიტუაცია, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ინფექცია ვერ აუვლის გვერდს საქართველოს, ისევე, როგოც ვერ აუარა ყველაზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავმშვიდდეთ, ექიმებს მივცეთ საშუალება იმუშაონ თავის ადგილზე. ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ, მოარჩინონ ის ადამიანები, ჩაუტარონ შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა და არ გადავიდეს მკურნალობა იმაზე, მაპატიეთ და, თუ რომელიმე ჩამკეტმა ან გამშვებმა შიგნით არ იმუშავა.

ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ მე, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანმა იგივე მე, რომ რამე დამჭირდეს ამ მხრივ, უნდა მივიდე ამ ადამიანებთან. ბრალდება, რომ ისინი რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, ასე ვერ აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ საშინელ დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ, 24-საათიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობს დღეს რამდენიმე დაწესებულება, რამდენიმე უწყება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საუბრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე ინფექციურ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე, კლინიკის სამედიცინო დირექტორის ბოიკოტზე, როცა მან ამ ინფორმაციის გამო "მთავარ არხთან" საუბარი არ ისურვა და არც სხვა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები