ქართული ოცნება

ლადო კახაძე: ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი

მე მაქვს ასეთი ნათქვამი ხმამაღლა, სატელევიზიო სივრცეშიც, უმრავლესობაშიც და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრი იცის. ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს. აი, ეს გუნდი ამაყია თითოეული თქვენგანის შენატანი წვლილით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ბრძოლისუნარიანი და ბევრი რამ.

მე ვთვლი, რომ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ თავისი მაჟორიტარებისგან, თავისი კარგად ორგანიზებული ადამიანისაგან, შექმნან პარტიები

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ, ამის შესახებ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. კახაძის თქმით, სხდომაზე ბევრ საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის საარჩევნო სისტემასა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

კომენტარები