საარჩევნო სისტემა

უსუფაშვილი: 125/25-ზე პროპორცია არითმეტიკულად უზრუნველყოფს 40%-იანი პრინციპის მიღწევას

მთავარი და კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან ჩვენ გვესმის ერთი და იგივე პრინციპი, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. 40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება არის 125/25-ზე პროპორცია, რომელიც უკვე არითმეტიკულად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს

პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები