საარჩევნო სისტემა

ბოკუჩავა ოცნების შეთავაზებაზე: სამართლებრივი ხვრელების გამო ეს იდეა მიუღებელია ჩვენთვის

გაუგებარია, საერთოდ რატომ ჩაატარა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული ბრიფინგი იმიტომ, რომ მას არანაირი სიახლე არ დაუფიქსირებია. სამართლებრივი ხვრელების გამო, რაც არსებობს იმ იდეაში, რაც მან გააჟღერა, ეს იდეა ჩვენთვის არის მიუღებელი. ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციისთვის და პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება ამას, მაგრამ ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ ჩემი პოლიტიკური ძალის მხრიდან ასეა - ნებისმიერი შეთანხმება ასევე უნდა მოიცავდეს შეთანხმებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ ციხიდან და ასევე უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები