საარჩევნო სისტემა

გერმანიის ელჩი საარჩევნო სისტემაზე: შეთანხმებასთან ახლოს ვართ, ერთი პატარა ნაწილი აკლია

უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამ შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და ძალიან სამწუხარო იქნება, რომ როდესაც რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხოს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს და ყველა მონაწილე მხარე ზუსტად ისე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში (რუსთავი 2-ის თარგმანი). სწორედ ელჩის მოწვევით გაიმართა 28 თებერვალს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალური შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სასაუბროდ. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ უნახავთ.

კომენტარები