ჩუგოშვილი: ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, აღარ მაქვს ნდობა

ამ პარტიებისთვის, რომლებსაც უნდათ [საარჩევნო სისტემაზე] შეთანხმება, ერთერთი მთავარი ხელისშემშლელი არის ის, რომ არავინ აღარ ენდობა ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას. უნდობლობაა სრული. შეიძლება, დღეს თქვან, რომ გავიტანთ და ზეგ აღმოჩნდეს, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ისევ აღზევდა და ისევ არ გადის. ეს არ არის გამორიცხული, ასეთი რამ ჩვენ ვნახეთ, გამოვიარეთ ყველამ ერთად და შესაბამისად, ეს უნდობლობა არსებობს და აქვს საფუძველი. მეც არ მაქვს ნდობა, ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, შესაბამისად, მეც არ მაქვს ნდობა, რომ რაღაცაზე რომც შევთანხმდეთ, ის ბოლომდე გავა

პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი "პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში.
მოკლე ბმული: