საარჩევნო სისტემა

კაპანაძე ოცნების ახალ წინადადებაზე: ამას ჩვენ სერიოზულად ვერ და არ განვიხილავთ

ეს [ქართული ოცნების] შემოთავაზება არანაირ კავშირში არ არის ეფექტურ პროპორციულობასთან. იქ არ არის საუბარი არც იმაზე, რომ პროპორციულის მსგავსი შედეგი დადგება და ასევე არ არის საუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და ამ პრობლემის მოგვარებაზე. ამიტომ, მათ წინადადებას ჩვენ სერიოზულად ვერ და არ განვიხილავთ

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე საუბრობს ქართული ოცნების ახალ შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა

კომენტარები