არჩევნები 2020

ვოლსკი უგულავაზე: გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გაიმარჯვე

თუკი შეგიძლია, გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია, ჩაერთე მაშინ საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში და იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, რომ - "დაივიწყე, იცი, არაუშავს, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ".

ძალიან მიმძიმს მე იგივე გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ციხეში ჯდომა, გამოკეტვა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გამარჯვებით, გაიმარჯვე. ან ეს ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში - გაიმარჯვოს. აგერ მივმართავ თქვები ეთერით, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე, ულტიმატუმის თემა და მესამე- რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი. მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მაესტროს ეთერში.

კომენტარები