კორონავირუსი

გამყრელიძე: ჩინეთში ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, უარესდება ჩინეთს გარეთ

გლობალურად, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია 92 000-მდე შემთხვევა მთელ მსოფლიოში, აქედან 80 000 გახლავთ ჩინეთში.

ჩინეთში ბოლო ათი დღის განმავლობაში, შეინიშნება დინამიკური შემცირება ახალი შემთხვევების, დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა - 123. ასევე ყველაზე უფრო ნაკლები - 31 - სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი. ანუ ჩინეთში ეპიდსიტუაცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, პრობლემა, რა თქმა უნდა, კვლავ სერიოზული რჩება...

...რომ შევაჯამოთ სიტუაცია, ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთის გარეთ - დღეისთვის, ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია 12 000 დადასტურებული შემთხვევა. ყველაზე სწრაფი ტემპით ახალი შემთხვევების გამოვლენა მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში, იტალიას გადაასწრო უკვე ირანმა ახალი შემთხვევების რაოდენობით და ასევე სერიოზული მდგომარეობაა ამ მხრივ იტალიაში. იმატებს შემთხვევათა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში და ევროპის კიდევ სხვა ქვეყნებში. გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა ამერიკაში და არის 103. სამწუხაროდ, ჰქონდათ 6 ლეტალური შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსზე.

კომენტარები