კორონავირუსი

გამყრელიძე: ვირუსის გავრცელების წყაროა ფული, მაქსიმალურად გადავიდეთ ელექტრონულ გადახდაზე

ერთერთი წყარო ვირუსის გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით მათ, ვინც არიგებენ ე.წ ქეშით პენსიებს, ზოგადად, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო: 

ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე ანუ ყველა ანგარიშწორება ხდება ელექტრინულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, აუცილებელია, ამის შემდეგ მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხოლმე ხელები.

მინდა მივმართო ბანკებს - მათ აქვთ შესაძლებლობები, ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ე.წ სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რათა ადამიანს, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან, ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემს "ქეშით" თანხას და ასევე მათთვის, ვინც იღებენ "ქეშით" თანხას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე. მისი თქმით, შესაძლოა, ამ ეტაპზე ფულით ვირუსის გავრცელება საქართველოსთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს, "მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს".

კომენტარები